понедельник, 17 февраля 2014 г.

მეცხრე დღე

დღეს შევავსეთ მასალები,ვისწავლეთ მასალის ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა,დოკუმენტზე სახელის გადარქმევა.ბოლოს წარმოვადგინეთ პრეზენტაციები.მივიღეთ გამოცდილება.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მერვე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.შევცვალეთ ჩვენი გემოვნებით ჩვენი ბლოგი.ასევე ვისწავლეთ დოკუმენტის ჩაშენება ლოგებში, ასავე ვორდისა და პოუერპოუნტის ჩაშენებული დოკუმენტების გაზიარება ინტერნეტში.ვისწავლეთ საქაღალდის გაზიარება,ლინკის დამატება ბლოგზე.გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიო,მივაბით ჩვენს ბლოგს ტრენერის ბლოგი.

მეშვიდე დღე

დღეს დავამზადეთ შეფასების რუბრიკები.მანამდე გავეცანით ნიმუშებს.ვნახეთ საინტერესო სქემები.

суббота, 15 февраля 2014 г.

მეექვსე დღე

დღეს საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ.გავაკეთეთმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.განვიხილეთ მოდული 4,ჩავავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.დავწერეთ პროექტის პროცედურები

воскресенье, 9 февраля 2014 г.

მეხუთე დღე
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო და საინტერესო.
წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.მოვისმინეთ შენიშვნები,გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტს,რომელიც დაგვეხმარება მუშაობაში.გავაკეთეთ ,,ბუკმაკები,, და  ,,ტეგები,,.განვიხილეთ მოდული 3,აქტივობა საავტორო უფლებების ქაოსი.

воскресенье, 2 февраля 2014 г.

მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულზე,გავარჩიეთ მესამე აქტივობა.კერძოდ,სასწავლო პროექტის დაგაგმვა და შეფასების სხვადასხვა მეთოდი.ვიმსჯელეთ ამ საკითხების შესახებ,შაბლონში შევავსეთ პროექტის დროის ჩარჩო,გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

суббота, 1 февраля 2014 г.

მესამე     დღე
დღეს დაღლილი მოვედი სახლიდან,მაგრამ აქ ისეთი საქმიანი ფუსფუსი დამხვდა,უცებ გამოვცოცხლდი.შაბლონში ჩავწერე ჩემი პროექტისთვის საჭირო მასალა.კერძოდ,სტანდარტები.შემდეგ პროექტის მიზნები და ამოცანები. გავეცანით კითხვების დასმის სტრუქტურას.ვიმსჯელეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების განსხვავებებზე.დამოუკიდებლად შევქმენით ჩვენს პროექტთან დაკავშირებული კითხვები,შემდეგ გავუზიარეთ ერთმანეთს.
მოკლედ,დღევანდელი დღე საინტერესო იყო.